ბოლოს და ბოლოს, თუ ყველა მასწავლებელი დაინტერესებული იქნება თავისი საქმიანობის გასაჯაროებით, შექმნის ახალ - ახალ სასწავლო რესურსებს, გაიზიარებს სხვის გამოცდილებას და გაუზიარებს საკუთარს - სხვებს, დაინტერესებული იქნება სწავლებიას ინოვაციური მეთოდებით და მიდგომებით, მასწავლებლად მუშაობა უფრო საინტერესო იქნება. ბევრი მასწავლებელი აღნიშნავს, რომ თანამედროვე მოსწავლე არ არის დაინტერესებული სწავლით, ბავშვისთვის კომპიუტერთან ჯდომა და თამაში უფრო მნიშვნელოვანია. პროექტებით სწავლება მოგვცემს საშუალებას, მოსწავლისთვის სწავლა ვაქციოთ საინტერესო თამაშად: შევთავაზოთ, შექმნას პრეზენტაცია ამა თუ იმ თემაზე და აუდიტორიას შესთავაზოს საკუთარი პროდუქტი. მოსწავლის აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში მასწავლებელს გაუადვილებს მასთან თანამშრომლობას.
იმედი მაქვს, ჩემი ბლოგი იქნება ერთ - ერთი საუკეთესო სხვა ბლოგთა შორის :) .
უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს!
იმედი მაქვს, ჩემი ბლოგი იქნება ერთ - ერთი საუკეთესო სხვა ბლოგთა შორის :) .
უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს!